ინდოეთის ოკეანე
ყველაფერი ინდოეთის ოკეანეზე ინდოეთის ოკეანე - (ინგ. Indian Ocean) (რუს. Индийский океан) ფართობითა და სიღრმით მესამე ოკეანე დედამიწის ოკეანეებს შორის, რომელიც ფარავს მისი წყლის ზედაპირის 20%-ს. მისი ფართობია 76,174 მილიონი კმ2, მოცულობა 282,65 მილიონი კმ3. ოკეანის უღრმესი წერტილი ზონდის ღარშია (7729 მ). ჩრდილოეთით ეკვრის აზიას, დასავლეთით აფრიკას, აღმოსავლეთით ავსტრალიას; სამხრეთით ესაზღვრება ანტარქტიდას. საზღვარი ატლანტის ოკეანესთან გადის აღმოსავლეთ გრძედის 20° მერიდიანზე; წყნარ ოკეანესთან აღმოსავლეთ გრძედის 146°55 მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი არის სპარსეთის ყურეში, ჩრდილოეთ განედის დაახლოებით 30° მერიდიანზე. ინდოეთის ოკეანის სიგანეა დაახლოებით 10 000 კმ ავსტრალიისა და აფრიკის სამხრეთ წერტილებს შორის. ეტიმოლოგია ძველი ბერძნები ოკეანის მათთვის ცნობილ ნაწილს მოსაზღვრე ზღვებთან და ყურეებთან...